ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


9 November 2026

საქართველოს უნივერსიტეტში საქართველოსა და ევროპის „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონფერენცია გაიმართა

საქართველოს უნივერსიტეტში საქართველოსა და ევროპის „ერთიანი ჯანმრთელობის“ სექტორებს შორის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. 5-6 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა - „ერთიანი ჯანმრთელობის“ ქსელების გაძლიერება: საქართველოსა და ევროპის „ერთიანი ჯანმრთელობის“ სექტორებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება (Strengthening One Health Networks: Advancing Strategic Cooperation Between Georgian and European One Health Sectors) გაიმართა.

ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოსა და ევროკავშირის სამეცნიერო და პროფესიულ ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობისა და გარემოს ჯანმრთელობის მიმართულებებით სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის ერთიანი ჯანმრთელობის ასოციაციის (European One Health Association - EOHA) წევრებმა, ამერიკელმა კოლაბორატორმა და ქართველმა მეცნიერებმა, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და შესაბამისი დარგების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო დოქტორი არიენ ვან დერ გისენი (Dr. Arjen van de Giessen) - ევროპის ერთიანი ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი და ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ეროვნული ინსტიტუტის (RIVM) ზოონოზებისა და გარემოს მიკრობიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი.

„ერთიანი ჯანმრთელობა“ (One Health) წარმოადგენს ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც აღიარებს ადამიანების, ცხოველების, მცენარეებისა და გარემოს ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულებას. შესაბამისად, ისეთი გამოწვევების ეფექტიანი მართვა, როგორიცაა ინფექციური დაავადებების გავრცელება, ზოონოზები, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და სურსათის უვნებლობა, საჭიროებს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების კოორდინირებულ მუშაობასა და ერთობლივ სამეცნიერო ძალისხმევას.

ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა იმსჯელეს  გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე, დაავადებების ზედამხედველობისა და ადრეული გაფრთხილების სისტემებზე, გენომურ ზედამხედველობაზე, ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე, სურსათის უვნებლობის პოლიტიკასა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო მონაცემების გაზიარებას, მოლეკულური დიაგნოსტიკის ჰარმონიზაციას, კვლევების პრაქტიკაში გამოყენებასა და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობებს.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ორ ძირითად თემატურ მიმართულებას აერთიანებდა. პირველი დღე დაეთმო გლობალური და რეგიონული გამოწვევების იდენტიფიცირებას, დაავადებების ზედამხედველობისა და ადრეული გაფრთხილების მექანიზმებს, სურსათის უვნებლობასა და სამეცნიერო თანამშრომლობას. გაიმართა ექსპერტთა მოხსენებები და მრგვალი მაგიდის დისკუსია.

მეორე დღეს ყურადღება გამახვილდა „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომის სახელმწიფო პოლიტიკასთან და სამეცნიერო კვლევებთან დაკავშირებაზე, ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებასა და ამ მიდგომის პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობებზე. ასევე განხილული იყო სექტორთაშორისი კოორდინაციის გაძლიერებისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განვითარების საკითხები.

კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვენენ:

  • დოქტორი არიენ ვან დერ გისენი (Dr. Arjen van de Giessen) - ევროპის ერთიანი ჯანმრთელობის ასოციაციის (EOHA) პრეზიდენტი და ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ეროვნული ინსტიტუტის (RIVM) ზოონოზებისა და გარემოს მიკრობიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი;
  • ამირან გამყრელიძე - გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი, საქართველოს უნივერსიტეტი;
  • გიორგი მიქაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მოხსენების თემა: „სურსათის უვნებლობის პოლიტიკა და სამეცნიერო კვლევები „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომის განვითარებისათვის“;
  • ნინა ფორაქიშვილი და პიტერ ლიდიარდი - საქართველოს უნივერსიტეტის მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტი და გაერთიანებული სამეფოს ვესტმინსტერის უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სკოლა;
  • მამუკა კოტეტიშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის (OHI) ხელმძღვანელი;
  • გიორგი ჩახუნაშვილი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფციის დეპარტამენტი;
  • ლევან ციცქიშვილი - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

ღონისძიების ადგილობრივი კოორდინატორი იყო საქართველოს უნივერსიტეტი. ორგანიზებაში ასევე მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპელ მკვლევრებს შორის პროფესიული კავშირების გაღრმავებას, სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას და იმ გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელიც „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების საფუძველზე საერთო გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების შესაძლებლობას შექმნის.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი