სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორმა- ანა ხურციძემ და სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა- ნატა სტურუამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Labor Organization- ILO) მიერ სერტიფიცირებული შრომითი დავების მედიატორის სტატუსი მოიპოვეს.
შრომითი მედიაცია მიზნად ისახავს მხარეთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას და გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში, მათთვის ხელსაყრელი პირობების შენარჩუნებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტი რამდენიმე წელია მხარს უჭერს მედიაციის კულტურის ამაღლებას.