22-23 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტში, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი“ გაიმართა. კონფერენცია ყოველწლიური საერთაშორისო აკადემიური ფორუმია, რომელიც საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის მიმართულებების მკვლევრებს აერთიანებს. მისი მიზანია საქართველოსა და კავკასიის ხალხების ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე განვითარების საკითხების მრავალმხრივი, ინტერდისციპლინური განხილვა. წლევანდელმა კონფერენციამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოსა და კავკასიის ისტორიული გამოცდილების გააზრებას, რეგიონული ურთიერთობების კვლევასა და იმ ისტორიული და თანამედროვე პროცესების ანალიზს, რომლებიც რეგიონის როლსა და მნიშვნელობას განსაზღვრავს თანამედროვე მსოფლიოში.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრები დაეთმო მიმართულებებს: ისტორია, ხელოვნება, ფილოლოგია, ფილოსოფია და ა.შ. მოწვეული სტუმტებისთვის მოხსენებები წარადგინეს ქართველოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა, ასევე მოწვეულმა პროფესორებმა და საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის აკადემიურმა პერსონალმა.
კონფერენციის დასაწყისში, მისასალმებელი სიტყვით წარდგა ქალბატონი გიული ალასანია, საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი, გამომსვლელთა რიგებში იყო, ასევე საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი, მანანა სანაძე, თემით: "ვახტან გორგასლის ცხოვრების" ლეონ ანთიპატი და იოშუა სტილიტის ქრონიკის ლეონი, სპარსეთ-ბიზანტიის 506-507 წლების საზავო მოლაპარაკებები"
"ყოველწლიურად ქართველოლოგიურ კონფერენციაზე გამოტანილია ის ფუნდამენტური საკითხები რაც საბოლოო ჯამში აერთიანებს საისტორიო საკითხებს, მიმართულებების მიხედვით, ერთია რომ ჩვენ, შიდა სოციუმში ვმსჯელობთ ამ საკითხებზე, ხოლო მეორეა, რომ საერთაშორისო ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას კოლეგებს გავუზიაროთ არსებული სიახლეები და აღმოჩენები, ან თუნდაც მათგან მივიღოთ კვლევების შესახებ ინფორმაცია, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება უკეთ ვიკვლიოთ ქართველოლოგია და ის თუ რამხელა წილი გვაქვს მსოფლიოს ისტორიაში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ეს და მსგავსი კონფერენციები, სადაც საშუალება მოგვეცემა და თავადვე შევქმნით შესაძლებლობას მსოფლიო მასშტაბით გავაზიაროთ სიახლეები - კოლეგებს შორის." განაცხადა მანანა სანაძემ, საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და ქართველოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა.
კონფერენცია საერთაშორისოა, რაც თავის მხრივ მოწვეული სტუმრების რიგებში მრავალფეროვნების საწინდარია, რაღა თქმა უნდა, ეს აისახება წარმოჩენილ თემებზეც. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფორმატი იყო ჰიბრიდული, რამაც შესაძლებლობა მისცა ორგანიზატორებს გაზრდილიყო მონაწილეთა ჩართულობის ხარისხი. წელს კონფერენციას სომეხი ისტორიკოსების დელეგაცია სტუმრობდა და აღსანიშნავია, რომ დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული ყველა პროცესში.
"ამ კონფერენციის მნიშვნელობა ორმაგად აღსანიშნია, როგორც ადგილი სადაც შესაძლებელია წარმოვადგინოთ როგორც ქართული, ასევე სომხური ისტორიული კვლევითი შედეგები და ასევე, ხიდი, რომელიც აკავშირებს ქართულ და სომხურ კვლევით ცენტრებს, რაც ორ ქვეყანას საშუალებას აძლევს საერთო ძალისხმევით იმუშაონ ისეთ საკითხებზე რომელთა კვლევა - ძიებაც შედარებით მეტ ჩართულობას მოითხოვს. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის" გორ მარგარიანი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
აღსანიშნავია რომ კონფერენციის დასკვნით, დახურვის ცერემონიაზე ქართველოლოგიის ინსტიტუტის ფონდიდან, გაწეული შრომისთვის, სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები: ქალბატონი, დოდო ჭუმბურიძე და ქალბატონი მზია სურგულაძე, მნიშველოვანია აღინიშნოს, რომ ფონდი აქტიურად უწევს პედალირებას მსგავსს აღიარებებს.