სიახლეები
2024 წლის 6-8 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმი აბრეშუმის გზის აკადემიური კვლევების შესახებ. სიმპოზიუმი შედგა ევროპის მშვიდობისა და განვითარების ცენტრის (ECPD) მხარდაჭერით. ევროპისა და აზიის უნივერსიტეტები საინტერესო მოხსენებებითა და კვლევების შედეგებით წარსდგენენ როგორც უშუალო აუდიტორიის წინაშე, ასევე ონლაინ.
სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო ჯანმრთლობის მეცნიერებების სკოლის პროფესორმა ელზა ნიკოლეიშვილმა, მან წარმოადგინა ზეპირი მოხსენება "სწავლის ჰარმონიზაცია ჯანდაცვის სფეროში: ინტერ-პროფესიული განათლება და პროფესიული თანამშრომლობა".