სიახლეები
2022 წლის 8 ივლისს ისრაელის ელჩი, მისი აღმატებულება რან გიდორი და MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო) ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ჟღენტი ესტუმრნენ საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სარა ბენ შემეშის სახელობის ისრაელის კვლევის ცენტრს. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი - პროფ. გიული ალასანია, ისტორიის დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ცირა ჩიკვაიძე და ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, პროფ თინა ღუდუშაური.
მისმა აღმატებულება რან გიდორმა და ბატონმა გიორგი ჟღენტმა ისაუბრეს MASHAV-ისა და ისრაელის საელჩოს იმ 30 წლინი აქტივობების შესახებ რაც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისათვის და რამაც მნიშვნელოვანწილად შეცვალა სხვადასხვა სექტორი საქართველოში.