სიახლეები
2017 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტმა მოწყო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა ისრაელის „სარას ფონდის“ დამფუძნებლებთან ბატონ რეუვენ ბენ შემეშთან და “ისრაელის სახლის“ წარმომადგენლებთან. ისტორიის დეპარტამენტის უფროსმა ცირა ჩიკვაიძემ ისაუბრა დეპარტამენტის პროგრამებსა და აქტივობებზე, ხოლო ბატონმა რეუვენ ბენ შემეშმა - „სარას ფონდის“ მიზნებისა და ამოცანების შესახებ.
ბატონმა რეუვენ ბენ შემეშმა განაცხადა, რომ „სარას ფონდი“, „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობით, მომდევნო სამი აკადემიური წლის განმავლობაში დააფინანსებს იერუსალიმში - „იად ვაშემის“ ჰოლოკოსტის მუზეუმში საქართველოს უნივერსიტეტის იმ სტუდენტების ვიზიტის სრულ ხარჯებს, რომლებიც ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრებენ სასწავლო კურსს „ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებში“ და იმუშავებენ აღნიშნულ თემატიკაზე. წარჩინებისა და კურსის აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, მეორე და მესამე ადგილზე მყოფ სტუდენტებს გადაეცემათ „სარას სახელობის“ ერთჯერადი სტიპენდია, შესაბამისად, 400 და 200, ლარის ოდენობით.