ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


12 April 2018
ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტმა ნინო გურასპაშვილმა მიიღო ისრაელის „სარას ფონდის“ დაფინანსება

2018 წლის 12 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტს ესტუმრნენ ისრაელის  „სარას ფონდის“ დამფუძნებელი  ბატონ რეუვენ ბენ შემეში ,  “ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი  იციკ მოშე და “ისრაელის სახლის“  წარმომადგენლები. 

ისტორიის დეპარტამენტის სამმა სტუდენტმა, რომლებიც  მუშაობენ საბაკალავრო ნაშრომებზე  და რომელთა  თემატიკა დაკავშირებულია მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა მიმართ განხორციელებულ ჰოლოკოსტსა და გენოციდთან, წარმოადგენეს  თავიანთი საბაკალავრო თემების კონცეფციები: ნინო გურასპაშვილინაცისტური გერმანიის რასისტული პოლიტიკა (ებრაელების მაგალითზე); ნინო ხუბულავაჰოლოკოსტი ელი ვიზელის ცხოვრებაში;   თამრიკო წურწუმია, ბრიტანეთის პოლიტიკა ებრაელთა  მიგრაციაზე პალესტინაში (1929-1948).

ნინო გურასპაშვილის  პრეზენტაციამ დაიმსახურა ყველაზე მაღალი შეფასება და მან მიიღო  ისრაელის  „სარას ფონდის“ სრული დაფინანსება, რათა გაემგზავროს იერუსალიმში და  იად-ვაშემის ჰოლოკოსტის მუზეუმში გაეცნოს მასალებს, რომლებსაც  გამოიყენებს თავის საბაკალავრო ნაშრომში.

პრეზენტაციები წარმოადგინეს,  ასევე,  ისტორიის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობების  პროგრამის სტუდენტებმა: ზურაბ გულიაშვილმა, ნინო ასლამაზიშვილმა, სანდრო ცუცქირიძემ  და დავით ალიაშვილმა,  რომლებიც გადიან კურსს: „ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებში“.

„სარას ფონდის“ დამფუძნებელმა  ბატონმა რეუვენ ბენ შემეშმა  ამ სასწავლო კურსის სტუდენტებისთვისაც დააწესა „სარას სახელობის“  ერთჯერადი სტიპენდია: საუკეთესო პრეზენტაციის  ავტორები სემესტრის ბოლოს მიიღებენ  ფულად ჯილდოს. ბატონმა რეუვენმა აღნიშნა, რომ ეს ტრადიცია - საუკეთესო სტუდენტების იერუსალიმში გაგზავნა და მათთვის სტიპენდიის დაწესება, გაგრძელდება კიდევ, სულ მცირე, მომდევნო ორი აკადემიური  წელი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ისტორიის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობების  პროგრამის სტუდენტები  და ლექტორები, საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი  ქალბატონი გიული ალასანია.

იგივე თამაზე იხილე: მედიანიუსი, 13 აპრილი, 2018

http://medianews.ge/ge/search?date=2018-04-13






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი