სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა ჯანო დევაძის წიგნი „გამოღვიძება“.
შობა პარიზში - ეს უკვე მოვლენაა, ეს არის დღე, როცა შეიძლება სასწაულები მართლა მოხდეს.
და ასეც არის: თბილისიდან პარიზში ჩასულ გოგონებს ბევრი წარმოუდგენელი, დაუჯერებელი შეხვედრა თუ თავგადასავალი ელით, მაგრამ ეს ისტორია არც დღესასწაულზეა და არც მოგზაურობაზე, ეს დიდი ხნის წინ დაშორებული წყვილის ხელახალი შეხვედრის ამბავია და ამ შეხვედრამ ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი, ბურუსით მოცულ ურთიერთობას ნათელი მოჰფინოს და, ბოლოს და ბოლოს, გაარკვიოს JoMay ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე.
წიგნი ხელმისაწვდომია საქართველოს უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში და ბიბლუსის წიგნების მაღაზიათა ქსელში 19 დეკემბრიდან