სიახლეები
3 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც საქართველოში მოქმედი, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ შრომით ბაზარს და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ პოტენციური დამსაქმებლებისაგან.
საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 96% დასაქმებულია.