17 მაისს, დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა.
სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაეცნენ შრომით ბაზარს და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს 20-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ წინსვლაზე სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ზრუნავს, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს.