სიახლეები
„მენტორობის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს მენტორობას გაუწევენ EPAG-ის წევრები, რომლებმაც განათლება წამყვან, ამერიკულ უნივერსიტეტებში მიიღეს და დღესდღეობით, საკუთარ პროფესიაში წარმატებულად საქმიანობენ. პროგრამის მიზანია, სტუდენტების ხელშეწყობა პროფესიის მიმართ სწორი მოლოდინის ჩამოყალიბებაში, პერსონალური განვითარების გეგმის შემუშავებაში და მომავალი კარიერისთვის უკეთ მომზადებაში.
„მენტორობის პროგრამა“ გათვლილია მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სხვადასხვა სასწავლო მიმართულების სტუდენტებისთვის. პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტს ეყოლება ინდივიდუალური მენტორი, რომლის შერჩევა მოხდება სტუდენტის და მენტორის პროფესიონალური ინტერესების გათვალისწინებით. მენტორები იქნებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული სპეციალისტები, რომლებიც ერთი სემესტრის განმავლობაში გაუზიარებენ სტუდენტებს თავიანთ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.
„მენტორობის პროგრამაში“ მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:
პროგრამა აკადემიური წლის დაწყებასთან ერთად, სექტემბერში დაიწყება. მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კი, აგვისტოს მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.