სიახლეები
20 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტმა თელავში მდებარე კახეთის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკა გახსნა.
ეს არის კიდევ ერთი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც კახეთის რეგიონულ ოფისში სამკითხველო სივრცე მოეწყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით საგანმანათლებლო ბენეფიტს მიიღებს.
ბიბლიოთეკაში, ძირითადად, წარმოდგენილია პროფესიული ლიტერატურა, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. დაინტერესებული პირები გაიღრმავებენ ზოგად თუ პროფესიულ განათლებას და გაეცნობიან თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სახელმძღვანელოებს, ასევე წიგნებს, რომლებიც კარიერულ წინსვლაში ხელს შეუწყობს.
გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, წარმოდგენილია მხატვრული და საბავშვო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს (მე-11, მე-12) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას.
საქართველოს უნივერსიტეტი თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით ბიბლუსს და საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობას.
საქართველოს უნივერსიტეტი, მუდმივად ცდილობს იყოს პასუხისმგებლობის მქონე კორპორაციული მოქალაქე და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტის ლობისტია.