სიახლეები
2 მაისს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „აკადემიური თანამშრომლობის შესახებ“ - საქართველოს უნივერსიტეტსა და კომპანია “Sens Group-ს” (შვედეთი) შორის.
საქართველოს უნივერსიტეტს და კომპანია “Sens Group-ს“ შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს - შვედეთში პროფესიული შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელების საშუალებით,სამედიცინო კადრების (ექთნების; საექთნო კოლეჯების სტუდენტების; აპლიკანტების, რომლებმაც დაამთავრეს საშუალო სკოლა; ექიმების) დასაქმების პროცესის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.
სასწავლო პროცესი განხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და “Sens Group-ის“ მიერ შვედური საექთნო სკოლის, „Lernia-ს“ დახმარებით. წარმატებული აპლიკანტები მიიღებენ შვედურ სერტიფიკატებს ორ საგანში: შვედური ენა უცხოელებისთვის და საექთნო მოვლა.
სამედიცინო პერსონალი, რომელიც გაემგზავრება და მუშაობას დაიწყებს შვედეთში, უზრუნველყოფილი იქნება მაღალი დონის პირობებით ხარისხიანი მუშაობისა და ცხოვრებისათვის:
სასწავლო პროცესის პირველი სტადია იწყება 2019 წლის სექტემბრიდან და გათვლილია 40 აპლიკანტზე.