სიახლეები
25 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ახალგაზრდული ჰაკათონი ჩატარდა.
კიბერ ჰაკათონი მიზნად ისახავდა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ახალგაზრდებსა და ქალებში პროფესიული უნარების განვითარებას, მათ სტაჟირებას და დასაქმებას ენერგეტიკისა თუ ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან სხვა კრიტიკულ სექტორებში.
ჰაკათონის დასასრულს, გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც სამ წარჩინებულ მონაწილეს USAID-ის დაფინანსებით, კიბერუსაფრთხოების საფუძვლებში, ISACA-ს სერტიფიცირებული საერთაშორისო სასწავლო კურსი გადაეცა.