სიახლეები
19 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტმა სტუდენტთა კიბერუსაფრთხოების პირველ ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი საქართველოს უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა“ იყო, ხოლო ექსკლუზიური სპონსორი “Orient-Logic” საქართველოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის გაიმართა.
ფესტივალის მთავარი მიზანი კიბერუსაფრთხოების შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება და მათი ამ დარგით დაინტერესება იყო. ღონისძიებაზე განხილული იყო კიბერუსაფრთხოების ყველა მიმართულებები. მათ შორის: სტრატეგია, პოლიტიკა, ახალი გამოწვევები და განვითარება, იურიდიული ასპექტები, კიბერდანაშაული, პერსონალური მონაცემების დაცვა ვირტუალურ სივრცეში, კიბერუსაფრთხოება და ბიზნესი.
ღონისძიებაზე განხორციელდა ვიდეოჩართვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლის დროს "ინტერნეტის განვითარების ინიციატივის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციის Global Cyber Aliance-ის წარმომადგენელი ჩაერთო.
ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო საინტერესო პრეზენტაცია პოსტ - კვანტური კრიპტოგრაფიის შესახებ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ამ კუთხით არსებულ სიახლეებსა და მათ შორის გამოწვევებსაც.
კიბერუსაფრთხოების ფესტივალი, რომელიც წელს პიველად ჩატარდა, მომავალში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ასევე იგეგმება ფესტივალის ფარგლებში სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა ინტერნეტ ტექნოლოგიების შესახებ.