სიახლეები
19 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის საერთაშორისო ფესტივალ 2016 - ის ფარგლებში, უმასპინძლა სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას თემაზე: „ფსიქოლოგიის მიმდინარე მიღწევები“.
კონფერენციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ფსიქოლოგიის თანამედროვე ვითარება, პრობლემები და პესპექტივები, მე - ს ობიექტივაცია სოციალურ ქცევაში, ფსიქოლოგიის როლი განათლების სისტემაში, ფსიქოლოგიის მნიშვნელობა სამართლებრივ სფეროში, ფსიქოლოგიის მნიშვნელობა სამართლებრივ სფეროში - ქალი დამნაშავეებისა და ბავშვი - მსხვერპლი - მოწმეს თვალსაზრისით, კოგნიტური ფუნქციების ცვლილებები ბუნებრივი დაბერების პროცესში, წარმატებულობის პიროვნული მხარე და მიღწევების ტექნოლოგიები.