სიახლეები
20 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის საერთაშორისო ფესტივალ 2016 - ის ფარგლებში, უმასპინძლა სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას თემაზე: „სამართალი თანამედროვე გამოწვევების წინაშე - თეორია და პრაქტიკა“.
მოხსენებები მოიცავდა, როგორც კერძო, ასევე საჯარო და სისხლის სამართლის დარგებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოხსენებები სტატიების სახით დაიბეჭდება საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში - "Caucasus Journal of Social Sciences."