სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს Human Rights.
კონკურსის პირობები:
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ესსე ქვემოთ მოცემული 2 საკონკურსო თემიდან ერთერთ თემაზე:
1) ადამიანის უფლებები - თანდაყოლილი თუ სახელმწიფოსგან მინიჭებული?
2) ადამიანის უფლებები და განვითარება
კრიტერიუმები:
საუკეთესო ესსეს ავტორს 3 კატეგორიაში გამოავლენს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორებისგან შემდგარი ჟიური. პირველი 3 ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება. ასევე, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთფიკატი.
ნამუშევრები მიიღება 2015 წლის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://www.ug.edu.ge/registration_m
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სტუდენტებსა და აბიტურიენტებს მთელი საქართველოს მაშტაბით.