სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 2019 წლის 25 მაისს ატარებს ტრადიციულ ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. იმუშავებს ისტორიისა და ხელოვნების ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის, ენათმეცნიერების, ქართული და უცხოური ენების, აღმოსავლეთმცოდნეობის, არქიტექტურისა და დიზაინის სექციები. მონაწილეობის ღირებულება-50 ლარი (რეგისტრაცია, მოხსენების გამოქვეყნება და ლანჩი). 2018 წლის კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ გამოქვეყნებულ მოხსენებათა კრებულს.
კონფერენციას ექნება სტუდენტური სექცია. მონაწილეობა შეუძლიათ მეორე-მეოთხე კურსის სტუდენტებს. ღირებულება სტუდენტებისთვის- 30 ლარი (რეგისტრაცია და მოხსენების გამოქვეყნება). საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაწესებულია შეღავათი .
განაცხადები მიიღება 20 აპრილიდან 19 მაისის ჩათვლით.
განაცხადს უნდა ახლდეს:
ღირებულება-50/30/20 ლარი უნდა გადმოირიცხოს ანგარიშის ნომერზე:
მიმღები ბანკი: სს „ბაზისბანკი“ 0103. თბილისი. ქ. წამებულის გამზ. 1
ბანკის კოდი : CBASGE22
მიმღების დასახელება: მიზნობრივი ანგარიში შპს „საქართველოს უნივერსიტეტი“ (ოლიმპიადების და კონფერენციების ანგარიში)
IBAN: GE20BS0000000022036069
მხოლოდ მონაწილეობის (მოხსენების გამოქვეყნების გარეშე) მსურველები იხდიან 20 ლარს.
განაცხადის და მასალის გადმოსაგზავნად გამოიყენეთ
შემდეგი ლინკი: https://ug.edu.ge/public/hum-conference
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
599 934 630, 591992949