სიახლეები
ცხადდება კონკურსი ქართულ-გერმანული ზამთრის ონლაინ სკოლაში - "გერმანული და ევროპული სისხლის სამართლის საფუძვლები" მონაწილეობის მისაღებად, რომელიც კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო ინსტიტუტის ურთთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის თებერვალში ჩატარდება.
კიოლნის უნივერსიტეტი საუკეთესო გერმანული უნივერსიტეტების ათეულშია და ეს იქნება ამ ფორმატის მეოთხე ერთობლივი პროექტი საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში.
სკოლა ინგლისურენოვანია და მას გაუძღვებიან კიოლნისა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები.
სკოლის მონაწილეების შერჩევა მოხდება
განაცხადების გადარჩევის საფუძველზე.
სკოლის ხანგრძლივობაა 5 დღე.
მონაწილეობის პირობებია:
- ნებისმიერი აკრედიტირებული ქართული უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების ბაკალავრიატის III ან IV კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტის აქტიური სტატუსი.
- საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრება;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B 2/1 დონეზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV (ინგლ. ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლ. ენაზე).
- ბოლო სემესტრის ნიშნების ამონაწერი (საკმარისია ონლაინ ამონაწერიც ფოტოსურათის ფორმით).
დოკუმენტაცია მიიღება შემდეგ მისამართზე:
institute.criminallaw@gmail.com
განაცხადის გამოგზავნის ბოლოს ვადაა:
2021 წლის 29 იანვარი.
შერჩეული მონაწილეები მიიღებენ კიოლნის უნივერსიტეტის სერტიფიკატს.
წარმატებას გისურვებთ!