ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


17 July 2025
ყოველწლიური კონფერენცია მოწამვლისა და ტრავმული დაზიანებების პრევენციის და მართვის შესახებ

 

 

15-16 ივლისს, საქართველოს უნივერსტეტის, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლამ საერთაშორისო კონფერენციას - "მესამე ყოველწლიური კონფერენცია მოწამვლისა და ტრავმული დაზიანებების პრევენციის და მართვის შესახებ" უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორებს შორის იყო კავკასიის მედიცინის ცენტრი, საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაცია და გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი. (UG)

 

კონფერენციაზე, საქართველოს უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესორმა, ექიმმა ტოქსიკოლოგმა, ზიად კაზიმ ათამდე საჯარო ლექცია ჩაატარა და ნაშრომები წარადგინა. პროფესორმა მედიკამენტოზური და რადიაციული მოწამვლის, ასევე პანდემიურ პერიოდში განახლებული პრევენციული ზომების შესახებ ისაუბრა.

 

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე, სერტიფიცირებული ექიმებისთვის ვორქშოფები ჩაატარეს:

 

  • ზიად კაზი - პროფესორი, ექიმი, ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი, ა.შ.შ
  • ოთარ დიხამინჯია - ტოქსიკოლოგი, კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის სამსახურის ხელმძღვანელი
  • თინათინ მანჯავიძე - პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის ადმინისტრირების დეპარტამენტი. NCDC საქართველო;
  • მაია კერესელიძე - ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის ადმინისტრირების დეპარტამენტი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველო;
  • ქეთევან ზარიძე - ასოცირებული პროფესორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველო;
  • ნინო ჩხაბერიძე - პროფესორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველო;
  • ნათია ბერიაშვილი - მედიცინის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

საქართველოს უნივერსიტეტმა წელს ოფიციალურად მოიპოვა კონფერენციის ჩატარების აკრედიტაცია, შესაბამისად, მომავალ წელსაც გაუწევს მასპინძლობას რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ქართველი პრაქტიკოსი ექიმებისთვის და ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. კონფერენციის მიზანია გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო სიახლეებში ინტეგრაცია.

 

კონფერენციაში მონაწილე ექიმებს ამ მიმართულებით კვლიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო დამსწრე სტუდენტებს მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი