სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი 22 მომლაპარაკებელ გუნდს შორის შეარჩიეს, რომელიც მონაწილეობას ვენის საერთაშორისო კონკურსში მიიღებს- The Consensual Dispute Resolution Competition (CDRC).
CDRC-ის კონკურსი 6-10 ივლისს ავსტრიაში, ქ.ვენაში ყოველწლიურად იმართება და საუკეთესო პლატფორმაა დავის ალტერნატიული გადაჭრის საშუალებებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.