სიახლეები
11-12 ოქტომბერს, ერევანში აღმოსავლეთ ევროპის DNS ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა ვლადიმერ სვანიძემ.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, იურისტები, ტექნიკური სპეციალისტები, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერები, სახელმწიფო ორგანოები, არაკომერციული ორგანიზაციები.
ფორუმი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას ინტერნეტ ინდუსტრიის ექსპერტებისთვის. თემები მოიცავს ინტერნეტის უსაფრთხოებას, DNS- ბოროტად გამოყენებას, ინტერნაციონალურ დომენურ სახელებს, იურიდიულ ასპექტებს და ბევრ სხვა საკითხს.
ასევე, ა(ა)იპ "ინტერნეტის განვითარების ინიციატივის" სახელით ფორუმზე იმყოფებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები ნელი ოდიშვილი და მარიამ წიკლაური, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ ორგანიზაცია The Internet Corporation for Assigned Names and Numbers ICANN - ის მიერ.