სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აცხადებს წიგნის დღისადმი მიძღვნილ მორიგ ლიტერატურულ კონკურსს- "ფოლიოს".
საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციას და მხარს უჭერს ახალგაზრდებში კრეატიული წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას. ლიტერატურული კონკურსის მიზანი წერის კულტურის ამაღლებაა.
მიმდინარე მოვლენებმა ყოველი ჩვენგანის ყოველდღიურობა თავდაყირა დააყენა. ჩვენ ცხოვრების სწრაფ ტემპს მოვწყდით და იზოლაციის რეჟიმში გადავინაცვლეთ.
თუმცა გადაადგილების შეზღუდვა ფიქრის შეწყვეტას არ ნიშნავს. ახლა მოდუნების დრო ნამდვილად არ არის, პირიქით დღეს გვაქვს მეტი დრო დაკვირვებისთვის, აღმოჩენებისთვის თვითშემეცნებისთვის და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ფურცელზე მხატვრულად გადმოტანა; გადმოეცი შენი განცდები და ფიქრები! - ეს ხომ საუკეთესო საშუალებაა.
სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტმა ფოლიოს მთავარ თემად აირჩია: „პანდემია-მსოფლიო იზოლაციაში.“
კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადმოაგზავნონ მხოლოდ პროზაული ნაწარმოები.
წლევანდელი ფოლიოს ჟიურის თავმჯდომარე: დავით დეფი- მწერალი და პოეტი.
კონკურსის პირობები:
შეფასების კრიტერიუმები:
ა) ორიგინალურობა
ბ) შემოქმედებითობა
გ) ლაკონიურობა
ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 30 აპირლამდე ბმულზე: https://ug.edu.ge/public/testfolio
გამარჯვებულს გადაეცემა საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ და ფულადი ჯილდო - 500 ლარი.
ასევე, პრიზები გადაეცემათ მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ კონკურსანტებსაც.
კონკურსის თითოეული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის სერტიფიკატს.