სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში 2017 წლის ლიტერატურის კვირეული, კონკურსი - „ფოლიო"- ს მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. კონკურსის გამარჯვებული გახდა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი - გვანცა გვასალია, რომელსაც გადაეცა ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ და 500 ლარი. ასევე, დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ელისო სუხიტაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და თამარ გაბედავა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).
14 კონკურსანტს, უნივერსიტეტის განსაკუთრებული სიმპათიის სერტიფიკატი და სპეციალური საჩუქრები გადაეცა. კონკურსის თითოეულმა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი მონაწილეობისათვის.
აღსანიშნავია, რომ ლიტერატურის კვირეულს და კონკურსს 2015 წელს ჩაეყარა საფუძლველი.