სიახლეები
17 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლამ პროფესიული განვითარების ცენტრ UG-PriEd-თან ერთად გამართა მათემატიკის პედაგოგთა კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდა პედაგოგები თბილისის 100-მდე სკოლიდან. ღონისძიების მონაწილეებისთვის მოეწყო საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორთა მიერ შედგენილი მათემატიკის მე-5 და მე-6 კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია (ავტორები კ.თავზარაშვილი, ი.ნოსელიძე, ქ.კუთხაშვილი, ნ. სვანიძე). . ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სემინარი „მათემატიკის სწავლების თანამედროვე მეთოდები“. UG-PriEd-ის ექსპერტები ნ. გაბოშვილი, ნ. სვანიძე, ნ. მახათაძე და გ.გუგულაშვილი გაუძღვნენ ჯგუფურ მუშაობას შემდეგ თემებზე: