სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მოწვევით, 26 თებერვალს უნივერსიტეტს წამყვანი კომპანიების წარმომადგენელები ეწვივნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაეცნენ შრომით ბაზარს, პირისპირ შეხვდნენ და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლისგან.
ფორუმში მონაწილეობა 30-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო, მათ შორის: თიბისი დაზღვევა; პეესპე; ევექსი; საქართველოს ბანკი; „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“; მედალფა; მითანა; Discover Georgia; Holiday Georgia; იუსტიციის უმაღლესი საბჭო; Insurance Company Unison; ნიკორა; სადაზღვევო კომპანია „ალფა“; Adjara Group Hospitality; ალდაგი; პალიტრა ჯგუფი; ევროპის ბიზნეს სკოლა; ნატახტარი; საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო; ვიანორი; კინგსი საქართველო; მეტრო მარტი; ეივონი; ბიბლუსი; ოდისეა; თბილისის ბიზნეს სახლი და სხვა.
დასაქმების ფორუმი საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც სისტემატურად იმართება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების კარიერულ წინსვლას, რაზეც მეტყველებს დასაქმებული კურსდამთავრებულების მაღალი მაჩვენებელი - კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია.