ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


10 March 2022
საქართველოს უნივერსიტეტის და Future Laboratory-ს სამაგისტრო პროგრამა

საქართველოს უნივერსიტეტის მიერ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან,   UC Berkeley-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის და Future Laboratory-ს წარმომადგენლები 1 თვის განმავლობაში, კალიფორნიაში, ქალაქ ბერკლიში იმყოფებოდნენ.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა ბერკლის ინოვაციების და მეწარმეობის სწავლების მეთოდოლოგიის, პროცესების და ინოვაციების მხარდამჭერი ეკოსისტემის გაცნობა. აღნიშნული გამოცდილება და პროცესები,  შემდგომ ინტეგრირებული იქნება ინოვაციების და მეწარმეობის ახალ სამაგისტრო პროგრამაში.

საქართველოს უნივერსიტეტის და Future Laboratory-ს სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში (UGFL Innovation and Entreprenership Master Program at Berkeley), სტუდენტები ერთი სტარტაპ სემესტრის განმავლობაში ისწავლიან UC Berkeley-ში (აშშ, კალიფორნის შტატი), ინდუსტრიასთან მაქსიმალურად დაკავშირებულ ინოვაციების და მეწარმეობის საგნებს, შეიძენენ საინტერესო კონტაქტეს და გამოცდილებას. აღნიშნული სასწავლო პროცესი  საშუალებას ქმნის სტუდენტებმა შეისწავლონ ბერკლის მეწარმეობის მეთოდოლოგია,  იმუშაონ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების  ამოცანებზე, განახორციელონ ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავება, ასევე მოხვდნენ UC Berkeley-ში მიმდინარე სტარტაპ სააქსელერაციო პროგრამებში, რომელც ხელმისაწვდომია ბერკლის სტუდენტებისთვის: SKydeck-ი, Launch-ი, STEP აქსელერატორები.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს ასევე შეეძლება წარადგინო საკუთარი სტარტაპ პროექტი ბერკლის სტუდენტებზე ორიენტირებულ ვენჩერულ ფონდებთან (The House Fund, Free Ventures, სხვა) და ენჯელ ინვესტორებთან (Berkeley Angel Network). სასწავლო პროცესის ფარგლებში სტუდენტს ასევე ექნება შესაძლებლობა ისარგებლო სამეცნიერო ტექნოლოგიური ლაბორატორიებით და აპარატურით პროტოტიპირებისთვის და ტესტირებისთვის (Jacobs Design Center), ელექტრონიკის, ბიოტექნოლოგიების ლაბორატორიით (BakarBiotechLab), კოსმოსური ტექნოლოგიების ლაბორატორიით (CITRIS) და სხვა.

საქართველოში განსახორციელებული პროგრამა შემუშავებულია UC Berkeley-ის მეწარმეობის და ტექნოლოგიების ცენტრთან (scet.berkeley.edu) ერთობლივად და გამოიყენებს, ბერკლის მეწარმეობის სწავლების მეთოდოლოგიას.  პროგრამის სწავლებას სტუდენტებისთვის განახორციელებენ, როგორც ბერკლის პროფესორები ასევე მსოფლიოში წამყვანი სტარტაპების დაფუძნებაში და განვითარებაში მონაწილე პირები, სტუდენტები შეძლებენ მიიღონ მენტორული მხარდაჭერა დარგობრივი ექსპერტებისგან, ისარგებლონ სხვა პროცესებით, პრაქტიკული ცოდნის, გამოცდილების და კონტაქტების გასაღრმავებლად.  სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ასევე განახორციელებენ აშშ-ში საკუთარი კომპანის შექმნის და განვითარების გამოცდილების მიღებას, რაც შემდგომში დაეხმარება ინვესტიციების მოზიდვაში და საერთაშორისო ბაზარზე ექსპანსიითვის.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი