10 May 2017
მასტერკლასი თემაზე „სამუშაოს ძიების პროცესში ხშირად დაშვებული შეცდომები“
10 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა UG PROGRESS GROUP-ის მასტერკლასი თემაზე „სამუშაოს ძიების პროცესში ხშირად დაშვებული შეცდომები“.
მასტერკლასზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
· შეცდომები, რომლებიც ხელს უშლის წარმატებულ დასაქმებას;
· სამუშაოს ძიების პროცესში გასათვალისწინებელი აუცილებელი დეტალები;
· საკუთარ თავზე მუშაობა.
მასტერკლასი ჩაატარა UG PROGRESS GROUP-ის გენერალურმა დირექტორმა ბ-ნ მიხეილ სამხარაძემ. თითოეულ მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი.