სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტი სიამაყით გაცნობებთ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის წარმატების შესახებ - მედიცინის ერთსაფეხურიან პროგრამას გერმანიის სააკრედიტაციო სააგენტოს - ASIIN-ის მიერ მიენიჭა სრული აკრედიტაცია.
2020 წელს, როდესაც დავიწყეთ საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადება, ეს იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებითა და სირთულეებით სავსე გზა მედიცინის სულ ოთხწლიანი ისტორიის მქონე პროგრამისთვის, მაგრამ 3- წლიანი დაუღალავი შრომის შედეგი დადგა - პირობითი აკრედიტაციიდან (2021) სრულ აკრედიტაციამდე (2023).