სიახლეები
8 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტი მასპინძლობდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ შეხვედრას თემაზე: „საქართველოსა და სომხეთში გარემოს უსაფრთხოების სასწავლო პროგრამის განვითარება“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა და ქართველმა პროფესორებმა შემდეგი უნივერსიტეტებიდან:
შეხვედრა გახსნა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ბ-ნ კონსტანტინე თოფურიამ, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობაზე და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს მძიმე ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები.
შეგახსნებთ, რომ პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოსა და სომხეთში გარემოს უსაფრთხოების დაცვის საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება და საგნობრივი პროგრამების სრულყოფილი მოდერნიზაციის უზრუნველყოფაა. აღსანიშნავია ისიც, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს უსაფრთხოების კუთხით სამაგისტრო განათლებისა და კვლევის საქმიანობის ხელშეწყობას.