სიახლეები
15 ოქტომბერს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა უმასპინძლა შეხვედრას თემაზე: „კომპიუტერული თამაშები- UG Games”.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო გეიმინგ ინდუსტრიის ბაზრის არსებული და სამომავლო პერსპექტივები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ უნდა შექმნან საჭირო ძრავის დახმარებით მარტივი თამაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრაზე გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტში შექმნილი თამაშების პრეზენტაცია და ტესტ-თამაში.
შეხვედრას გაუძღვა თორნიკე იმედაძე, საქართველოს უნივერსიტეტის სისტემური ადმინისტრატორი.