სიახლეები
21 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ მანანა სანაძის საჯარო კონფერენცია თემაზე: "მეფე დარჩილი − ვახტანგ გორგასლის ვაჟი"
მოხსენება მიზნად ისახავდა სამეცნიერო საზოგადოებისათვის საინტერესო კვლევისა და უახლესი არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგების წარდგენას. ადრეული მონოგრაფიის მიხედვით, რომელიც მანანა სანაძემ ვახტანგ გორგასალის ძეს, დარჩილს მიუძღვნა, სრულიად ახლებურად წარმოგვიდგენს ქართველი მონარქის მმართველობის პერიპეტიებს. კვლევამ აჩვენა, რომ სინამდვილეში, ქართველთა ცხოვრებაში წმინდა არჩილის ცხოვრება - დარჩილის ცხოვრებაა.
ამის დასტურია ახლახანს აღმოჩენილი არქეოლოგიური კვლევა, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა ნოტკორას ტაძარში, სადაც საისტორიო გადმოცემით - წმინდა არჩილის თავმოკვეთილი ნეშტი იყო დაკრძალული.
საქართველოს უნივერსიტეტის, ნოტკორას ადრე ქრისტიანული ხანის ეკლესიის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, პროფესორ დავით ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით მიაკვლია სამარხს, რომელიშიც აღმოჩენილი ნეშტის გარდაცვალების თარიღი 556 - 563 წლებს შორის მერყეობს. ხოლო ეს აღმოჩენა ერთი - ერთში ემთხვევა, პროფესორ მანანა სანაძის მონოგრაფიაში გაჟღერებულ თარიღს.
აღნიშნული აღმოჩენა, საქართველოს ისტორიის სწორად წარმოჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ ვახტანგ გორგასლის ზეობა არა V საუკუნის მიწურული, არამედ 484 - 531 წლებია.