სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტსა და ალტეს უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეთა მიზანია ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევითი განვითარების სფეროში, პროფესორ-მასწავლებელთა ჩართვა ერთობლივად ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში მათი პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, ერთობლივი სამეცნიერო ფორუმების ორგანიზება, კრებულებისა და ჟურნალების გამოცემა, ერთმანეთის მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით, ლაბორატორიებით, ბეჭდვითი და ელექტრონული რესურსებით სარგებლობა, საგრანტო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა, ერთობლივი ტრენინგების ორგანიზება და მათში უნივერსიტეტების სტუდენტების აქტიური ჩართულობი ხელშეწყობა და სხვა.