სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტსა და გერმანიის ყველაზე პრესტიჟულ ბუცერიუსის სამართლის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში, ყოველი წლის გაზაფხულის სემესტრში 2 საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი ისწავლის გერმანიაში, 2 საერთაშორისო სტუდენტი კი საქართველოს უნივერსიტეტში.
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა შეარჩევს ორ სტუდენტს, რომლებიც ერთი სემესტრის განმავლობაში გაემგზავრებიან ქ. ჰამბურგში, გერმანიის საუკეთესო სამართლის სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ბუცერიუსის სამართლის სკოლა მდებარეობს ქ.ჰამბურგში და ითვლება საუკეთესო სამართლის სკოლად მთელს ქვეყანაში.ბუცერიუსის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები ტრადიციულად უმაღლეს შედეგებს აღწევენ გერმანიის იურისტების სახელმწიფო გამოცდაზე.