სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლამ ტურისტულ სააგენტო „Discover Georgia“-სთან მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე იხსნება ტურისტული სააგენტოს ფილიალი, სადაც ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ და სტაჟირება გაიარონ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს საკუთარი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლას, რაც განაპირობებს კურდამთარებულთა 93%-იან დასაქმებულთა მაჩვენებელს.