სიახლეები
25 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“ პროგრამასა და საქართველოს ექვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
მემორანდუმის მიზანია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი ფორუმის შექმნა, რომელიც მიმართულია გააერთიანოს სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტები და საფუძველი ჩაუყაროს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთობლივ საქმიანობას - რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA+) ანგარიშების განხორციელების მიმართულებით.
ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ხელმომწერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.