სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ, საქართველოს უსაფრთოებისა და განვითარების ცენტრთან (GCSD) მემორანნუმი გააფორმა.
თანამშრომლობის ფარგლებში პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები ჩაერთვებიან ცენტრში მიმდინარე პროექტებში, სტაჟირების პროგრამაში და სხვა აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
აღნიშნული ცენტრის მიზანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ქვეყნის ეფექტიანი, დემოკრატიული მართვის პრინციპების განმტკიცება და ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობების შექმნა.