სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო დეპარტამენტმა გააფორმა მემორანდუმი ტალინის ჯანდაცვის კოლეჯთან (ესტონეთი).
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას პროგრამების შემუშავების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტების გაცვლის, კვლევითი პროექტებისა და პროფესიული აქტივობების მიმართულებით.
ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის ძალიან ნაყოფიერი და წარმატების მომტანი იქნება.