სიახლეები
4 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების კლინიკის ფარგლებში იმიტირებულ საკონსტიტუციო სასამართლო პროცესს უმასპინძლა.კლინიკის სტუდენტებმა მოამზადეს და საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (amicus curiae) რაც მათ მიერ შესრულებული კვლევის და შედარებითი სამართლებრივი ანალიზის შედეგს წარმოადგენდა.
იმიტირებულ პროცესში სტუდენტებმა გადაინაწილეს სხვადასხვა როლები — მოსამართლეების, მოსარჩელის, მოპასუხის, მოწმეებისა და ექსპერტების პოზიციები.მონაწილეებმა არამხოლოდ პროცედურული ნორმების ღრმა ცოდნა და მათი გამოყენების უნარი წარმოაჩინეს, არამედ კომპლექსურად გააანალიზეს ადამიანის ძირითადი უფლებები, საჯარო სამსახურის პრინციპები და კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტური საფუძვლები.