18 -19 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტმა, ქალაქ ზუგდიდსა და ქალაქ ქუთაისში, იმიტირებული გამოცდების წერის შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ მე -11 და მე - 12 კლასის მოსწავლეებს.
ათეულობით აბიტურიენტმა საკუთარი თავი ორ ძირითად საგანში გამოსცადა. ქართული ენა და ლიტერტურა, და ინგლისური ენა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ეს, ყოველწლიური ინიციატივა მეთორმეტე და მეთერთმეტე კლასელებს საშუალებას აძლევს გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და მეტად მომზადებულები შეხვდნენ ძირითად, ეროვნულ გამოცდებს.
იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობით მოსწავლეებს შესაძლებობა აქვთ:
საქართველოს უნივერსიტეტისა და ამერიკული კუთხის (ზუგდიდი) თანამშრომლობით ადგილობრივ მოსწავლეებს სივრცეში ამ უკანასკნელმა უმასპინძლა.
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაეცნობიან ტესტირების შედეგებს, რომელთა შექმნაშიც, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები იღებენ მონაწილეობას და ნაშრომებს იდენტური მეთოდით ასწორებენ, ამიტომ ყველა მონაწილე ფაქტობრივად წინასწარ იგებს შესაძლო შედეგს და დარჩენილ დროში - ეროვნულ გამოცდებამდე, საშუალება აქვს დაამუშაოს ხარვეზები.
საქართველოს უნივერსიტეტი ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს.