29-30 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა ADEMA-ს (Palma de Mallorca) უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ენდოდონტიის მიმართულების ხელმძღვანელი, ხორხე დომინგეს პერესი.
ვიზიტის ფარგლებში, ბატონმა პერესმა სტომატოლოგიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისთვის სპეციალური სასწავლო კურსი ჩაატარა თემაზე - “თანამედროვე ენდოდონტია: ბიოკერამიკული მასალების გამოყენების ძირითადი პრინციპები“.
გარდა ამისა, ის შეხვდა სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებს და მათთვის სტუდენტებისთვის ინტერაქციული ლექციაც გამართა.