სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში, პროექტ „The Sustainable learner-centered Teaching-Advanced Recourse for Georgia and China” ფარგლებში, დაარსდა საქართველოს უნივერსიტეტში უწყვეტი პროფესიული განვითარების ერთეული. პროექტი მიზნად ისახავს, ინოვაციური პედაგოგიკის პრინციპებზე დაყრდნობით, სწავლების მეთოდიკის განვითარებას.
ასევე, პროექტის ფარგლებში შემუშავდა უნიკალური სახელმძღვანელო, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე სწავლების საუკეთესო მიდგომების დანერგვას საქართველოში. გარდა ამისა, გადამზადდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებში.
ლექტორებს, პრაქტიკოსს მასწავლებლებს, სასწავლო პროცესის განვითარებაში ჩართულ პერსონალს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ინოვაციური პედაგოგიკის მიმართულებით ტრენინგის გავლა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს განათლების სფეროში თანამედროვე მიდგომების დანერგვას და ინდივიდზე მორგებული სწავლების მეთოდების გამოყენებას.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს