სიახლეები
მორიგი ინგლისურენოვანი ზამთრის სკოლა სისხლის სამართალში - ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.
ლექციები ტარდება ონლაინ, 4-7 მარტს და მისი თემატიკაა გერმანული და ევროპული სისხლის სამართლის საფუძვლები. ის მოიცავს გაცნობით კულტურულ ონლაინ-ტურებსაც.
სკოლაში მონაწილეობენ კონკურსის შედეგად შერჩეული საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.
სესიებს უძღვება კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორი მარტინ ვასმერი.
მონაწილეები მიიღებენ კიოლნის უნივერსიტეტის სერტიფიკატს.