სიახლეები
2025 წლის 19 მარტს საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტურ კლუბში - „კლიოს მომავალი ქურუმები“ - მორიგი მოხსენება წაიკითხა კლუბის დამფუძნებელმა ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა რატი ახლოურმა. მოხსენების თემა იყო: “ნერონი და ქრისტიანები სვეტონიუსისა და ჰენრიკ სენკევიჩის მიხედვით”. მოხსენებას დაესწრნენ ისტორიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის პროგრამების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.