სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტში ფილმის — „ბიჭი ზოლიან პიჟამოში“ ჩვენება გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებში ტოლერანტობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ჩვენების დასრულების შემდეგ შეკრებილმა სტუდენტებმა ფილმის ირგვლივ დისკუსია გამართეს, სადაც ისაუბრეს დისკრიმინაციის მძიმე შედეგებსა და ისტორიულ გაკვეთილებზე.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 24 მარტი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი