ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


10 December 2021
ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის"

10 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის" გაიხსნა, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული ,,იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი". ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა თეიმურაზ ტუღუშმა გახსნა.

ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 8 გუნდი შემდეგი უმაღლესი სასწავლებლებიდან: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი. ოლიმპიადის მონაწილეები წარმოადგენენ იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე- 4 კურსის სტუდენტებს.

ოლიმპიადის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები, რომლის შედეგად გამოვლინდებიან: გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოსარჩელე, საუკეთესო მოპასუხე, საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრიზიორი.

ოლიმპიადას გაუძღვება ჟიური/სასამართლო კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თეიმურაზ ტუღუში (ჟიურის ხელმძღვანელი), ,,საიას" საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი გიორგი გოცირიძე და ,,საიას" საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი.

ოლიმპიადა 11 დეკემბერს დასრულდება. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ოლიმპიადა 15 წლის მანძილზე ტარდება.

ოლიმპიადის ფინანსური მხარდამჭერია ,,საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ)".






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი