სიახლეები
12 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტმა, სტრატეგიული კომუნიკაციის ონლაინ კვირეულის ფარგლებში, უმასპინძლა დისკუსიას თემაზე: „ისეთი არაფერი“.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალური ბრენდების კომუნიკაციის სტილი. აუდიტორიამ და სპიკერებმა გაცვალეს მოსაზრებები იმის შესახებ თუ როგორ გავლენას ახდენენ მომხარებლები და ბრენდები ერთმანეთზე.
დისკუსიას გაუძღვა გიორგი ავალიანი, Holy Motors-ის დამფუძნებელი.