სიახლეები
14 მაისს, ვიშეგრადის ფონდის გრანტის ფარგლებში, სპეციალურად საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პოლონეთში, კრაკოვში გაიმართა დისტანციური საჯარო ლექცია: „75 წელი აუშვიცის შემდეგ: რა გვასწავლა და რა ვისწავლეთ შოას შემდეგ“.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო 75 წლის შემდეგ საზოგადოების ტრანსფორმაცია ჰოლოკოსტის-შოას შემდეგ და ის დასვკნები, რომლებიც კაცობრიობამ გამოიტანა ტრაგიკული მოვლენების შემდეგ.
გარდა ამისა, სპიკერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახივლა დისკრიმინაციაზე, რომელიც დღესაც აქტიურად ვლინდება ქსენოფობიის თუ რასიზმის ნიშნით.
ღონისძიებას გაუძღვა იაგელონის უნივერსიტეტის პროფესორი ანა-მარია ორლა-ბუკოვსკა.