სიახლეები
27 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტმა, სკოლების: "ლაშარი", "მეექვსე საავტორო სკოლა" და #92 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მეთორმეტე კლასელებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტის შეთავზებების შესახებ, გაეცნენ უნივერსიტეტის შიდა რესურსებს, რითაც სტუდენტები აქტიურად სარგებლობენ. ინფორმაცია მიიღეს, დასაქმების ხელშეწყობის, გაცვლითი პროგრამების, ფინანსური შეთავაზებებისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ.
ღია კარის დღემ ინტერაქციულ ფორმატში ჩაიარა, ბოლოს კი მოსწავლეებმა სახალისო ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც გამარჯვებულ გუნდს უნივერსიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.